ავტორი:

"მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცით შსს-ს, სპეკულაციური კითხვების გარეშე" - ირაკლი კობახიძე ქუთაისში ბანკის ძარცვაზე

"მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცით შსს-ს, სპეკულაციური კითხვების გარეშე" - ირაკლი კობახიძე ქუთაისში ბანკის ძარცვაზე

ზუსტად ასეთი სპეკულაციები წაახალისებს რაღაცებს, მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცით შსს-ს, ყოველგვარი სპეკულაციური კითხვების გარეშე, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საქართველოს ბანკში“ შეჭრის თაობაზე დასმულ კითხვას, „ხომ არ წაახალისა ბადრი ესებუას დაუსჯელობამ და ამ საკითხზე შს მინისტრის დამოკიდებულებამ” დანაშაული.

კობახიძის თქმით, ახლა მთავარია შსს- ს მიეცეს მშვიდად მუშაობის საშუალება.

"დანარჩენი მოგვიანებით შეგიძლიათ განიხილოთ", - აცხადებს კობახიძე.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელიც არსებული ინფორმაციით, 2 მილიონ დოლარს, რუსულ დროშას, ანკესს და ვერტმფრენს მოითხოვს.