ავტორი:

"სხვა დროს ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ..." - რას წერს პრეზიდენტი მისი ფოტოების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?

"სხვა დროს ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ..." - რას წერს პრეზიდენტი მისი ფოტოების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი ფოტოების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

"სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემს გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.

Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრაძლული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრონტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე ) მოგვიანებით დაიდო. ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი" - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ვესტმინსტერის სააბატოში გადაღებული ფოტო გუშინ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. მაშინვე გაჩნდა კითხვები, თუ ვინ იზრუნა პრეზიდენტის იმიჯზე, დიდ ბრიტანეთში.

როგორც AMBEBI.Ge-ს პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილმა ამჯერადაც ქართველ დიზაინერებზე გააკეთა არჩევანი. სამოსზე - ირაკლი ნასიძემ, ქუდზე ჯაბა დიასამიძემ, ხოლო ჩანთაზე ნინი ზარქუამ იზრუნეს.

ჯაბა დიასამიძეს სალომე ზურაბიშვილი პირადად იცნობს. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს. ჯაბამ ერთხელ უკვე იზრუნა ინაუგურაციაზე პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. რაც შეეხება ირაკლი ნასიძეს ის 25 წლის წინ წავიდა საქართველოდან და წლებია პარიზში მოღვაწეობს.

ნახეთ ასევე: