ავტორი:

"ქალბატონი სალომე ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი არაა" - რას წერს დიზაინერი, რომელმაც ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა?

"ქალბატონი სალომე ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი არაა" - რას წერს დიზაინერი, რომელმაც ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა?

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე, რომელმაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ქალურობისა და საოცარი შარმის, მდიდრული ბუნებისა და რაფინირებული გემოვნების მქონე, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია!

მასთან ყოველი შეხვედრა, საუბარი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მით უფრო დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე სწორედ ჩემს მიერ მისთვის შექმნილი სამოსით წარსდგა ბუკინგემის სასახლეში დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალზე. სამოსით, რომელიც მისთვის სახასიათო ხიბლსა და იდუმალებას განსაკუთრებულად წარმოაჩენდა! მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი!" - წერს ნასიძე.

ცნობისთვის, დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის ცერემონიაზე გადაღებული ფოტო, რომელიც პრეზიდენტმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. მაშინვე გაჩნდა კითხვები, თუ ვინ იზრუნა პრეზიდენტის იმიჯზე დიდ ბრიტანეთში.

როგორც AMBEBI.Ge-ს პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილმა ამჯერადაც ქართველ დიზაინერებზე გააკეთა არჩევანი. სამოსზე - ირაკლი ნასიძემ, ქუდზე ჯაბა დიასამიძემ, ხოლო ჩანთაზე ნინი ზარქუამ იზრუნეს.

ჯაბა დიასამიძეს სალომე ზურაბიშვილი პირადად იცნობს. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს. ჯაბამ ერთხელ უკვე იზრუნა ინაუგურაციაზე პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. რაც შეეხება ირაკლი ნასიძეს ის 25 წლის წინ წავიდა საქართველოდან და წლებია პარიზში მოღვაწეობს.

ნახეთ ასევე: