ავტორი:

"ვლადიმერ პუტინმა და მისმა მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე სიკვდილზე გაგზავნეს" - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

"ვლადიმერ პუტინმა და მისმა მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე სიკვდილზე გაგზავნეს" - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის გამოცხადების შესახებ არის იმის აღიარება, რომ მისი უკრაინაში შეჭრა მარცხს განიცდის.

"მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე გაგზავნეს სიკვდილზე. ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალურად გარიყული,“ - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.