ავტორი:

40 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩაცხრილეს - რა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში?

40 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩაცხრილეს - რა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში?

მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, სადაც 40 წლამდე ასაკის მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, აიდინ ჰამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს, სადაც ის მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.

ადგილობრივებს მომხდარის კონკრეტულ მიზეზზე საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად წარსულში ფულის გამოძალვის ფაქტს განიხილავენ.

შემთხვევა დილით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.