ავტორი:

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. ქვეყნის უმაღლესმა ინსტანციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ლადო გრიგალაშვილის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა.

  • მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა გამოკვლეული, თუმცა, მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებებს მაინც ასაჩივრებდნენ.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი შეყვარებული - ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

მან ანა ნაცვლიშვილი შემთხვევის დღეს სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნული დანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გრიგალაშვილმა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ უზენაეს სასამართლოში. ორივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.