ავტორი:

"ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს მამაკაცს - ჩვენს მამებს, ძმებსა და ქმრებს - ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან" - რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია იგეგმება

"ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს მამაკაცს - ჩვენს მამებს, ძმებსა და ქმრებს - ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან" - რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია იგეგმება

მოძრაობა "ვესნა“ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გაპროტესტების მიზნით აქციის გამართვისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, ხელისუფლება ათასობით რუსი მამაკაცის "ომის ხორცსაკეპ მანქანაში“ ჩაყრას გეგმავს.

"ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს მამაკაცს - ჩვენს მამებს, ძმებსა და ქმრებს - ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან. რისთვის დაიღუპებიან? რატომ დაიღვრება დედებისა და შვილების ცრემლები? პუტინის სასახლისთვის?“- აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობის აქტივისტები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში 21 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე შეიკრიბონ.