ავტორი:

"ორდღიანი ვერ დაკავშირების შემდეგ, მივაგენით გაყინულს..." - მუხიანში გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი დიჯეია: რას წერს მეგობარი?

"ორდღიანი ვერ დაკავშირების შემდეგ, მივაგენით გაყინულს..." - მუხიანში გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი დიჯეია: რას წერს მეგობარი?

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს.

როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები, დიდი მეგობრები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები იყვნენ.

"გუშინ, საღამოს, სამსახურიდან რომ მოვედი, ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფოს ექიმები დამხვდნენ და მერე გავიგე მომხდარის შესახებ. ამ ბიჭებს არ ვიცნობდი, თვალით არ მინახავს არასდროს. აქ დაახლოებით, ერთი თვე იქნება, რაც ცხოვრობენ, რადგან იმ სახლში მანამდე სხვა ოჯახი ცხოვრობდა. როგორც ვიცი, წინა დღის გარდაცვლილები არიან. თუ არ ვცდები, ადგილზე ერთ-ერთის მამა იყო მოსული. კორპუსში, სადარბაზოში გაზის სუნი არ ყოფილა, სხვა დეტალები არ ვიცი",- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ახალგაზრდების ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. სწორედ აღნიშნულმა უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

როგორც ირკევევა გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ტატო კანდელაკია, რომელიც დიჯეი გახლდათ.

"ორდღიანი ვერ დაკავშირების შემდეგ მივაგენით გაყინულს, მის მეგობართან ერთად, პირდაპირ კარისკენ შერჩენილი თვალებით. მეტს ვერაფერს ვამბობ, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც არ ვიცი. რეალობაში დაბრუნება მიჭირს, გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეებს... " - წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.