ავტორი:

"ვლადიმერ პუტინის გამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ ომი არ მიდიოდა მისი გეგმების მიხედვით" - იენს სტოლტენბერგი

"ვლადიმერ პუტინის გამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ ომი არ მიდიოდა მისი გეგმების მიხედვით" - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვლადიმერ პუტინი "საშიში და დაუფიქრებელი" ბირთვული რიტორიკის გამოყენების გამო გააკრიტიკა.

Reuters-თან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს და პუტინის გამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ ომი არ მიდიოდა მისი გეგმების მიხედვით და მისი სიტყვები მოულოდნელი არ იყო .

ამათან, ნატოს ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში არასწორი გათვლები გააკეთა და შეცდომა დაუშვა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის მტკიცებულებაა, რომ რუსული ჯარები არასაკმარისად არიან აღჭურვილნი.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მეტი ჯარის არსებობა კონფლიქტის ესკალაციას აუცილებლად გამოიწვევს.

გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ნატომ უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და მჭიდრო დიალოგს აწარმოებს თავდაცვის ინდუსტრიასთან, რათა გაზარდოს იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება.

სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევისთვის მისაღები შედგებით დასრულდება.