ავტორი:

პესკოვის შვილი კომისარიატში მისვლას და ომში მონაწილეობას არ აპირებს - "ახლა, თუ ვლადიმირ ვლადიმროვიჩი მეტყვის, მაგ შემთხვევაში წავალ"

პესკოვის შვილი კომისარიატში მისვლას და ომში მონაწილეობას არ აპირებს - "ახლა, თუ ვლადიმირ ვლადიმროვიჩი მეტყვის, მაგ შემთხვევაში წავალ"

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილი ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, არ აპირებს სამხედრო კომისარიატში მისვლას.

"პოპულარული პოლიტიკის" არხის წამყვანმა დიმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში დაურეკა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილს, ნიკოლაი პესკოვს და სამხედრო კომისრის სახელით მიიწვია დათვალიერებაზე, რაზეც მან უარი განაცხადა.

"დილის 10:00 საათზე, რა თქმა უნდა, ხვალ არ ჩამოვალ. თუ იცით, რომ ბატონი პესკოვი ვარ, უნდა გაიგოთ, სწორი რომ არ არის ჩემი იქ ყოფნა. ამას სხვა დროს გადავწყვეტ, სხვა დონეზე. ზოგადად უნდა გავიგო რა ხდება და რა უფლებები მაქვს...

ხვალ რომ წამიყვანონ - დამიჯერე, არც შენ გჭირდება და არც მე. სამშობლოს დასაცავად პრობლემა არ მაქვს – მაგრამ იქ ჩემი გამოჩენის მიზანშეწონილობა უნდა გავიგო, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებზე გეუბნებით“,- აცხადებს პესკოვის შვილი.

კითხვაზე, მზად იყო თუ არა მოხალისედ დარეგისტრირდეს, ნიკოლაიმ უპასუხა, რომ არა.

შემდეგ მან თქვა, რომ "მზად არის წასასვლელად, მაგრამ არა თქვენი თხოვნით": "ახლა, თუ ვლადიმირ ვლადიმროვიჩი (პუტინი .) მეტყვის, რომ იქ უნდა წავიდე, წავალ".

ნახეთ ასევე: