რუსეთში მასშტაბური დაკავებები გრძელდება - 37 ქალაქში გამართული პროტესტი და 900-მდე დაკავებული

რუსეთში მასშტაბური დაკავებები გრძელდება - 37 ქალაქში გამართული პროტესტი და 900-მდე დაკავებული

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 808-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.

ამ დროისთვის მომიტინგეთა დაკავებები 37 ქალაქში დაფიქსირდა. მათ შორის, მოსკოვში - როგორც მინიმუმ 303 დაკავებული, სანქტ-პეტერბურგში - 279, ეკატერინბურგში - 40, პერმში - 22, უფაში - 22, კრასნოიარსკში - 19, კრასნოდარში - 14, ჩელიაბინსკში - 13, ვორონეჟში - 13, ირკუტსკში - 9, არხანგელსკში - 8, სარატოვში - 8, ექვს-ექვსი - კოროლიოვში, ნოვოსიბირსკსა და იაკუტსკში, პეტროზავოდსკში - 5, ოთხ-ოთხი - რიაზანსა და ულან-უდეში, სამ-სამი - ჟელეზნოგოსკსა და ტულაში, ორ-ორი - იჟევსკში, სამარაში, სალავატსა და ტომსკში, თითო-თითო - ტიუმენში, ვოლგოგრადში, ყაზანში, ივანოვოში, სიკტივკარში, ვოლოგდაში, ნიჟნი ნოვგოროდში, კალუგაში, ვიატსკიე პოლიანაში, სურგუტში, ბელგოროდსა და სმოლენსკში.