ავტორი:

რუსების ტყვეობიდან 215 სამხედრო გათავისუფლდა, მათ შორის "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი - გათავისუფლებულია დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი და სერგეი ვოლინა

რუსების ტყვეობიდან 215 სამხედრო გათავისუფლდა, მათ შორის "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი - გათავისუფლებულია დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი და სერგეი ვოლინა

21 სექტემბერს საღამოს მოხდა რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. შედეგად რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო.

ასევე გათავისუფლებულთა შორის არიან სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინა).

Tsenzor-ის ცნობით, გათავისუფლებული უკრაინელი მცველების ფოტო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

  • უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინის "ნათლიმამა" ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთს გადაეცა დატყვევებული უკრაინელი დამცველების სანაცვლოდ.

Censor-ის ცნობით, ამის შესახებ მან ტელეგრამაში დაწერა.გონჩარენკომ აღნიშნა: „მოგვიწია მედვედჩუკის გადაცემა.რაში გვჭირდებოდა? ასე გავუშვით. მამლების ჯარის სარდალი იქნება", - აღნიშნა სახალხო დეპუტატმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია "აზოვსტალის" სამი დამცელის გათავისუფლების შესახებ. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი, ეკატერინა პოლისჩუკი და სერჟანტი მიხეილ დიანოვი.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ტყბეობიდან თავისუფალია 10 უცხოელიც, რომლებიც უკრაინულ მხარეს იბრძოდნენ.

გათავისუფლებულებს შორის არიან აშშ-ის, მაროკოს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეები, რომლებიც უკვე ჩავიდნენ საუდის არაბეთში. BBC-ის ინფორმაციით, ტყვეებს შორის დიდი ბრიტანეთის ხუთი მოქალაქეა, მათ შორის რამდენიმეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

  • უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან 215 სამხედრო გათავისუფლდა, მათ შორის "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი და მეთაურები

შეგახსენებთ, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო. ევაკუაციისას, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი მოგვიანებით გათავიაუფლდა.