ავტორი:

"რამდენიმე დღეში დავტოვებ ამ ქვეყანას... ქვეყანას, სადაც პრობლემები ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს" - "საბას" გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი

"რამდენიმე დღეში დავტოვებ ამ ქვეყანას... ქვეყანას, სადაც პრობლემები ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს" - "საბას" გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი

პრემია საბა 2022 დასრულდა. ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის კატეგორიაში მწერალმა თემო რეხვიაშვილმა გაიმარჯვა, წიგნით "კურიერის ამბები.

ემოციური იყო მისი სამადლობელი სიტყვა, სადაც აღნიშნა, რომ მალე საქართველოდან მიდის. ამის მიზეზად არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები დაასახელა.

"მინდა, ეს ჯილდო სიმბოლურად მივუძღვნა ჩემს მშობლებს, ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს, რომელთა ნაწილი სწორედ ამ და სხვა პრობლემების გამო იმყოფებიან ემიგრაციაში, უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს და სხვა მამებს, რომლებიც ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით ცხოვრება შეუძლებელია, საკუთარ ადგილს ვერ იმკვიდრებენ.

რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ამ ქვეყანას, სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების მაღალი პროცენტი, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება", - განაცხადა თემო რეხვიაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: