ავტორი:

საპროტესტო აქცია და 1300-ზე მეტი დაკავებული - რა ხდება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)

საპროტესტო აქცია და 1300-ზე მეტი დაკავებული - რა ხდება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1386-ს მიაღწია, - ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.

მოქალაქეები რუსეთის 38 ქალაქში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები უხეშად მოქმედებდნენ.

რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც დააკავეს.

ყველაზე მეტი დაკავებული სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვშია. კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში მინიმუმ 541, მოსკოვში კი სულ მცირე - 509 ადამიანი დააკავეს.