ავტორი:

"სიკვდილი დიქტატორს"  - ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, მომიტინგეებმა პოლიციის მანქანა ამოაბრუნეს - შეტაკებისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

"სიკვდილი დიქტატორს"  - ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, მომიტინგეებმა პოლიციის მანქანა ამოაბრუნეს - შეტაკებისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანის ხელისუფლებასა და ქურთების უფლებადამცველ ჯგუფში აცხადებენ, რომ ირანში პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ირანული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის არიან პოლიციისა და მთავრობის მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირების წევრები.

მიუხედავად ყველაფრისა, საპროტესტო ტალღა ირანში მზარდია. ირანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი მასიჰ ალინეჯადი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანა როგორ ამოაბრუნეს.

"სიკვდილი დიქტატორს" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია. ამინის ახლობლები ასევე აღნიშნავენ, რომ ცხედრის ნახვის ნებართვა ვერ მიიღეს.