ავტორი:

ბაზისბანკის ინვესტიციით გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ ახალ მასშტაბებს აღწევს

ბაზისბანკის ინვესტიციით გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ ახალ მასშტაბებს აღწევს

ბაზისბანკი აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მიერ საქართველოში პირველი გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ • Deutsches Diagnosticum დაფინანსდა.

ბაზისბანკის მიერ დოიჩეს დიაგნოსტიკუმისთვის გაცემულმა ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული ინვესტიციით გერმანული სამედიცინო ცენტრი სრულად აღიჭურვა ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ლაბორატორიის, სონოგრაფიისა და ტელე-მედიცინისათვის საჭირო ყველა უახლესი აპარატურით.

დოიჩეს დიაგნოსტიკუმ პირველი გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრია საქართველოში, რომელიც პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში სთავაზობს გერმანული სტანდარტის სამედიცინო ექსპერტიზას: ლაბორატორიული, ტელე-რადიოლოგიური და ტელემედიცინის პაკეტური სერვისების ერთობლიობით და გულისხმობს, როგორც პირველად ისე ალტერნატიულ და მეორად დიაგნოსტიცირებას კომპლექსური, მრავალპროფილური და მაღალკვალიფიციური კვლევების საფუძველზე.

გერმანული სამედიცინი ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო სერთიფიცირების ლაბორატორიებთან და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან, აგრეთვე უდიდესი რადიოლოგიური ცენტრების გაერთიანებასთან და საუნივერსიტეტო და აკადემიური კლინიკების პროფესურასთან. ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით: ლაბორატორიული კვლევები, ტელე-რადიოლოგია და ტელემედიცინა - კონსულტაციები პირდაპირი ჩართვებით გერმანიის წამყვანი კლინიკების პროფილურ ექსპერტ-სპეციალისტებთან.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მიმართულების აქტივობა, რომელსაც დოიჩეს დიაგნოსტიკუმ ახორციელებს. ეს არის ტრეინინგ ცენტრის შექმნა. ცენტრის მოწვევით, გერმანელი ექსპერტები ქართველი ექიმებისთვის ატარებენ პრაქტიკულ და თეორიულ ტრეინინგ კურსებს. კერძოდ სულ ცოტა ხნის წინ გერმანიიდან მოწვეულმა ულტრასონოგრაფისტმა დირკ ანდრე კლევერტმა ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარა ევროპის სონოგრაფიის ასოციაციის მიერ აღიარებული სერტიფიცირებული ტრენინგები, რომლის შემდეგაც ქართველ სონოგრაფისტებს საზეიმოდ გადაეცათ კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

,,სამედიცინო ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ წარმოადგენს პირველ გერმანულ სამედიცინო ცენტრს ქართულ სამედიცინო სივრცეში და აერთიანებს, როგორც დიაგნოსტიცირების და მკურნალობის , ისე დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის თეორიულ და პრაქტიკულ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას. ამ ერთობლიობის გათვალისწინებით, ერთის მხრივ პაციენტების კომფორტზე ორიენტირებული, მულტიპროფილური, მობილური და ხარჯთეფექტიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება ქვეყნიდან გაუსვლელად და მეორეს მხრივ ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის გაზიარებული უნიკალური შესაძლებლობები და გამოცდილება გვაძლევს იმედიან პერსპექტივას , რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობით და პარტნიორული ხელშეწყობით მიღწეულ იქნება საერთო მიზანი, რასაც საერთაშორისო სტანდარტით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს.” - განაცხადა დოიჩეს გიაგნოსტიკუმის გენერალურმა დირექტორმა და სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლიამ.

„ბაზისბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ჯანდაცვის სფეროში ინვესტირება წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და დოიჩეს დიაგნოსტიკუმს შორის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.

R