ავტორი:

"სკოლის მოსწავლე იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ბავშვობიდან ჩემს ხელში გაიზარდა" - რას ჰყვებიან ახლობლები მუხიანში გარდაცვლილებზე?

"სკოლის მოსწავლე იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ბავშვობიდან ჩემს ხელში გაიზარდა" - რას ჰყვებიან ახლობლები მუხიანში გარდაცვლილებზე?

გუშინ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი მეგობრები იყვნენ და სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან. როგორც გაირკვა, ბინა, სადაც ცხედრები ნახეს, ერთ-ერთ მათგანს ახალი ნაქირავები ჰქონდა, ამიტომ, კორპუსში მაცხოვრებლები ბიჭებს არ იცნობდნენ.

გარდაცვლილია დიჯეი, 26 წლის ტატო კანდელაკი და მისი მეგობარი, 20 წლის ირაკლი საბაშვილი, რომელსაც მეტსახელად ნარადას ეძახდნენ. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცველები. მათი ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ამის შემდეგ, საცხოვრებელ სახლებში მიასვენეს. ორივე თბილისში მაცხოვრებელია და ბიჭებს თბილისში დაკრძალავენ. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

"ორდღიანი ვერდაკავშირების შემდეგ მივაგენით გაყინულს, მის მეგობართან ერთად, პირდაპირ კარისკენ შერჩენილი თვალებით. მეტს ვერაფერს ვამბობ, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც არ ვიცი. რეალობაში დაბრუნება მიჭირს. გაუფრთხილდით სიცოცხლეს“, - წერს სოციალურ ქსელში ტატო კანდელაკის მეგობარი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირება სახელდება, თუმცა ექსპერტიზა დაადგენს რეალურ მიზეზს. სოციალური ქსელი აჭრელებულია მათი მეგობრების ტკივილიანი სტატუსებით. ისინი ჩვენთან ტრაგედიის მიზეზებზე არ საუბრობენ.

  • "ტატო ჩემი მეგობრის შვილი იყო. ძალიან ნაკითხი, განათლებული და უაღრესად კეთილი ადამიანი. მომხდარის მიზეზზე ვერაფერს მოგახსენებთ. თავზარდამცემია ჩემთვის მისი გარდაცვალება. ტატო თბილისში ცხოვრობდა, არაჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. სკოლის მოსწავლე იყო, როცა მოულოდნელად დედა გარდაეცვალა. ბავშვობიდან ჩემს ხელში გაიზარდა. გული შემტკივა კი არა, ხორცები მეწვის, ისე განვიცდი ამ ამბავს.

სადმე გაჭირვებულ-გასაცოდავებულ ცხოველს რომ ნახავდა, მირეკავდა, რომ დახმარებოდა... განაგრძეთ კითხვა