ავტორი:

"აბა აბა, ვიწვი სირცხვილით... ბორინკა შენი მონების სიხარული წამიერია" - რას წერს ზურაბ ბერძენიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

"აბა აბა, ვიწვი სირცხვილით... ბორინკა შენი მონების სიხარული წამიერია" - რას წერს ზურაბ ბერძენიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ბერძენიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მისი და გიგა მაქარაშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ-ერთ სარჩელზეა მიღებული და მის გარდა სტრასბურგის სასამართლოში უამრავი სხვა საჩივარია შესული.

"ათასიდან ერთ-ერთ დაკავებაზე, ათასიდან ერთ-ერთ სარჩელზე, სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს და შეკრება/მანიფესტაციის უფლების სახელმწიფოს მხრიდან დარღვევის პრეტენზიები სამიდან ორი მოსარჩელის (ჩემი და გიგას) შემთხვევაში არ გაიზიარა და მესამის, ირაკლი კაჭარავას შემთხვევაში - დაგვიდასტურა.

დილიდან ოცდაჩვიდმეტი გამოტოვებული ზარი რომ დამხვდა ვიფიქრე რა ხდება, დავეჭვდი, ნამდვილად სოფელში მძინავს თუ სადმე პიკეტზე მეთქი. თურმე რუსთავი2, პოსტივი, იმედი ჭკუაზე არ არიან, რაც მთავარია, შენ ხომ არ დაგიკმაყოფილესო.

ტროლებსაც მიეცათ ორი კაპიკის გაკეთების საშუალება, ზოგი პოსტში მთაგავს რაღა გეშველებაო, ზოგი სულ სხვა თემების კომენტარებში შემოყარეს, შენ ის არა ხარო? მწერენ, ალბათ როგორ გრცხვენია ეხლა, რომ პროპორციულ არჩევნებზე ქვეყნის გადაგდება არ გაუტარე ბიძინას, გააპროტესტე და ციხეშიც კი ჩაჯექიო. აბა აბაა, ვიწვი სირცხვილით ))) მინდა მოგახსენოთ, მეგობრებო, ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს: ჯერ სად ხარ ბორინკა დარაგოი, შენი და შენი პატრონის დედის$$$ა გარდაუვალია, შენი მონების სიხარული კი - წამიერი.

ყველაფერი წინ არის: პროპორციული არჩევნებიც, დეოლიგარქიზებული საქართველოც, კოალიციური მმართველობაც, სამართლიანი სასამართლოც, უკრაინის გამარჯვებაც, რუსეთის და რუსეთუმეების დამარცხებაც და ნაომარი აქტივისტების სრულმასშტაბიანი ზარ-ზეიმიც პ.ს. მიხარია რომ სტრასბურგის პასუხებზე ასეთი ინტერესია, კიდევ ბევრი იქნება" - ზერს ზუკა ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციისას მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

ნახეთ ასევე: