ავტორი:

"საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია თავი დაიცვას ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით" - დიმიტრი მედვედევი

"საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია თავი დაიცვას ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით" - დიმიტრი მედვედევი

"საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია თავი დაიცვას ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი "ტელეგრამის" არხზე წერს.

  • ეს არის მედვედევის პირველი კომენტარი ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. მედვედევის განცხადებით, რუსები მნიშვნელოვნად გააძლიერებენ ყველა იმ ტერიტორიის დაცვას, რომელიც მათ შეიერთეს.

"რუსეთმა განაცხადა, რომ ასეთი დაცვისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ სხვა ნებისმიერი რუსული იარაღი, სტრატეგიული ბირთვული იარაღის ჩათვლით", - წერს მედვედევი.