ავტორი:

ახმად ზაკაევი, რომლის ლიკვიდაციასაც რამზან კადიროვი ითხოვს, უკრაინაში მეხუთე ჩეჩნურ ბატალიონს აყალიბებს

ახმად ზაკაევი, რომლის ლიკვიდაციასაც რამზან კადიროვი ითხოვს, უკრაინაში მეხუთე ჩეჩნურ ბატალიონს აყალიბებს

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი უკრაინაში იმყოფება და მორიგ ჩეჩნურ ბატალიონს აყალიბებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Censor.NET იუწყება.

"ახლა მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი ბატალიონის ფორმირების პროცესი. ამჟამად უკრაინაში ოფიციალურად გვაქვს 4 ბატალიონი, მათგან სამი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია, ერთი - უცხოური ლეგიონია. ერთი კი მოხალისეთა ბატალიონია, შეიხ მანსურის სახელობის, რომელიც აქ 2014 წლიდან არის“, - განმარტა იჩქერიის ლიდერმა.

მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღე გაატარა ხერსონისა და ზაპოროჟიის რაიონებში ახალი ბატალიონის შესაქმნელად.

21 სექტემბერს ჩეჩნეთის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის "ტელეგრამ" არში მოუწოდა ჩეჩნებს, მათ შორის უკრაინის მხარეს ომში მონაწილეებს, მოკლან ახმედ ზაკაევი.