ავტორი:

"სამხატვრო აკადემია არ არის მოწოდების სიმაღლეზე - კედლის მხატვრობის სპეციალისტი სახელმწიფოს უცხოეთში ჰყავს საძებნელი" - თეა წულუკიანი

"სამხატვრო აკადემია არ არის მოწოდების სიმაღლეზე - კედლის მხატვრობის სპეციალისტი სახელმწიფოს უცხოეთში ჰყავს საძებნელი" - თეა წულუკიანი

"უკვე რამდენიმე თვეა გელათის კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავში კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკი აღარ არსებობს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

  • მისი თქმით, პასუხს ვერ აგებს იმაზე, რა ხდებოდა გელათში 2021 წლის მარტამდე და მხოლოდ იმაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც სამონასტრო კომპლექსში მისი მინისტრობის პირობებში ხორციელდება.

"საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, არამედ ღვთისმშობლის სახელობის ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. ეს პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა. წლების განმავლობაში უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს ძირითადი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ მე უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე. 2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი, წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • ამასთან, წულუკიანმა გელათში მიმდინარე სამუშაოებზე საუბრისას სამხატვრო აკადემია გააკრიტიკა.

"ძირითად ტაძარში როდესაც კედლის მხატვრობას შეექმნა პრობლემები, საჭირო იყო მუდმივი მონიტორინგი, რაც არ უნდა ვიღაც მინისტრს ვერ იტანდე, ვერ უსაყვედურებ, რატომ არ გაქვს ფრთებიო. მითუმეტეს მე, რომელსაც სხვადასხვა ეპითეტს შემისაბამებენ ხოლმე, რომელიც ფრთებთან ლოგიკაში არ მოდის. შესაბამისად, ამისთვის საჭიროა ხარაჩოები. აღმოჩნდა, რომ ძეგლთა დაცვის სისტემას ხარაჩოები არ აქვს. ეს არის რეალობა. შესაბამისად, ჩვენ 950 ათასი ლარი გამოვყავით და შევიძინეთ ხარაჩოები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს, უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს და ფარავს მთლიანად შიგნით ტაძარს. ასე მოეწყო ხარაჩოები და მას შემდეგ მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე აღმოჩნდა, რომ ძეგლთა დაცვის სისტემას არ ჰქონდა ჰიგრომეტრიული მდგომარეობის გამზომველი აპარატურა, რაც შევიძინეთ. ეს აპარატურა ხილულად დგას ეზოში და ტაძარშიც ხდება ამ აპარატურიდან მონაცემების აღება და ანალიზი. ამ მონაცემების ამღები და გამაანალიზებელი არის პროფესიები. რეალობაც ესაა, რომ შარშან გაზაფხულზე აღმოჩნდა, ასეთი პროფესიები საქართველოში აღარ არსებობს. შესაბამისად, UNESCO-ის დახმარებით გუნდში ჩავრთეთ ბატონი მასარი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ძეგლთა მიკროკრიმატოლოგია და ის აკეთებს ამ მონაცემების ინტერპრეტაციას ჩვენთვის. ეს პროფესიები საქართველოში არ არის იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ეს უნდა ღიად ითქვას - კედლის მხატვრობის სპეციალისტი სახელმწიფოს უცხოეთში ჰყავს საძებნელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ელოდებიან UNESCO-ს მისიას, რომ მორიგჯერ შეაფასოს სწორად მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები.

"ერთხელ უკვე შეაფასა და რაც არ უნდა ვინმეს არ მოსწონდეს, სამუშაოები შეფასებულია დადებითად“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.