ავტორი:

"იმედი არ გადაუწურავთ ჩვენთვის, ისრაელისგან განსხვავებით" - სოციალურ ქსელში ავარიაში დაშავებული დათის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს ბიჭუნა ეტლს როგორ მართავს

"იმედი არ გადაუწურავთ ჩვენთვის, ისრაელისგან განსხვავებით" - სოციალურ ქსელში ავარიაში დაშავებული დათის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს ბიჭუნა ეტლს როგორ მართავს

შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოებს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ატარებს დათი ეტლს.

რამდენიმე დღის წინ დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკიდან გერმანიაში გადაიყვანეს.

როგორც მოზარდის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განმარტა, ისრაელმა თავისი რესურსი ამოწურა, რის გამოც ბავშვის სამკურნალოდ გადაყვანა გერმანიაში გადაწყვიტეს.

"ისრაელში ამოწურეს თავიანთი რესურსი და მეტს ვეღარაფერს გვიკეთებენ. ასე ვერ დაველოდებით მოვლენებს, ახლის ძიებაში ვართ… დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანიაში ამას გამოწვევად მიიღებენ და რაღაცას მოიფიქრებენ. ჯერჯერობით ვერაფერს გვპირდებიან, თუმცა იმედი არ გადაუწურავთ ჩვენთვის, ისრაელისგან განსხვავებით“, - განაცხადა ქრისტინე მამუკაშვილმა.

შეგახსენებთ, 31 მარტს თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 8 წლის დათი ქოქრაშვილი მძიმედ დაშავდა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.