ავტორი:

კრემლი აცხადებს, რომ მამაკაცების გაქცევის შესახებ ცნობები გაზვიადებულია, მაგრამ საქართველოს საზღვარზე მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგებია - BBC-ი

კრემლი აცხადებს, რომ მამაკაცების გაქცევის შესახებ ცნობები გაზვიადებულია, მაგრამ საქართველოს საზღვარზე მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგებია - BBC-ი

კრემლი აცხადებს, რომ საბრძოლო ასაკის მამაკაცების გაქცევის შესახებ ცნობები გაზვიადებულია, მაგრამ საქართველოს საზღვარზე მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგები შეიქმნა. ამის შესახებ ბრიტანული BBC-ი წერს.

მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო გამოძახების ფონზე, მამაკაცები ცდილობენ ომს გაექცნენ.

"ზოგიერთმა თვითმხილველმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მანქანების რიგი დაახლოებით 5 კილომეტრის სიგრძის მქონედ შეაფასა, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფის თქმით, საზღვრის გადაკვეთას შვიდი საათი დასჭირდა“ , - წერს BBC-ი.

როგორც ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირე მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებს შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. გამოცემა იქვე დასძენს, რომ ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1,300 კმ-იანი საზღვარი აქვს, მოგზაურობისთვის ვიზას ითხოვს.

ამასთან, BBC-ი იტყობინება, რომ სხვა მიმართულებებზე, როგორიცაა სტამბოლი, ბელგრადი ან დუბაი, საჰაერო გზით მოგზაურობისთვის ბილეთების ფასები სამხედრო გაწვევის გამოცხადებისთანავე მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი მიმართულება კი მთლიანად გაიყიდა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: