ავტორი:

ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების დროს ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მართვა დაკარგა და მანქანა გზის სავალ ნაწილზე გადაბრუნდა.

ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიცია. სავალი ნაწილიდან მანქანები გადაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგა მაგისტრალზე მოძრაობა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო.

მომხდარი შემთხვევის გამო გზაზე საცობი შეიქმნა და ერთ საათზე მეტია საპატრულო პოლიცია ცდილობს მოძრაობის აღდგენას. ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, სავარაუდოდ, ავტოავარიიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. ავარიის მიზეზებს სამართალდამცავები დაადგენენ.