ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო. შესაბამისი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ “ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პრემიერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, 22 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. მისი მიმართვის მთავარი გზავნლები შეეხებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და რუსეთ-უკრაინის ომს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

იხილეთ ასევე: