ავტორი:

"პუტინს, მის გარემოცვას, უკრაინაში შემოჭრილ სამხედროებს დიდხანს სიცოცხლეს ნამდვილად არ ვუსურვებ" - ზელენსკი პუტინზე და შესაძლო მოლაპარაკებებზე

"პუტინს, მის გარემოცვას, უკრაინაში შემოჭრილ სამხედროებს დიდხანს სიცოცხლეს ნამდვილად არ ვუსურვებ" - ზელენსკი პუტინზე და შესაძლო მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიდის იმისკენ, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან არავინ დაჯდეს.

  • მასსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება.

"ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება. ვფიქრობ, რომ თავად პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ.

"შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს, რადგან როდესაც ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს და ჩვენ ვიქნებით საზღვრებთან, ტერიტორიულად ისინი ჩვენს მეზობლად დარჩებიან და ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთში ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დასასრულს უკრაინაში ომის დასრულებას არ უკავშირებს.

კითხვაზე, დასრულდება თუ არა ომი მხოლოდ მაშინ, როცა პუტინის რეჟიმი დაემხობა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა:

"ამას ომის დასრულებას არ ვუკავშირებ. პუტინის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. როცა ამას, ალბათ, რუსი ხალხი გადაწყვეტს, ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს ამაზე. მაგრამ ვინ მოვა მის ნაცვლად? საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსოფიაშია. თუ ისინი არ შეცვლიან თავიანთ დოქტრინას, სულერთია, ვინ იქნება იქ მის ნაცვლად, ახალგაზრდა, ხანდაზმული და ასე შემდეგ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის არ უსურვებს პუტინსა და მის თანამოაზრეებს, ასევე უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს დიდხანს სიცოცხლეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ასეთი იყო - "შესაძლებელია თუ არა ვინმეს სიკვდილით ბედნიერი იყოს, კერძოდ კი საქმე თუ პუტინს ეხება."

ზელენსკი ამბობს, რომ მის მიწაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის კარგი არაფერი სურს:

"მე მათთვის კარგი არაფერი მსურს, არ ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს. ჩემთვის არ არის საჭირო აქ დიპლომატიის ძებნა. ყველას, დაწყებული პუტინიდან, დასრულებული მისი გარემოცვით, ყველა სამხედროს ჩათვლით, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს მიწაზე, დიდხანს სიცოცხელს ნამდვილად არ ვუსრვებ", - ამბობს ზელენსკი.