ავტორი:

"მასპინძელთა მხრიდან პროვოკაცია, თუ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ?" - თბილისურმა საცობებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები და მათი გუშემატკივარი გაანაწყენა

"მასპინძელთა მხრიდან პროვოკაცია, თუ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ?" - თბილისურმა საცობებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები და მათი გუშემატკივარი გაანაწყენა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მეტოქე გუნდი კი თბილისში საცობების გამო "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა.

ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტუმართა ნაკრების დანიშნულების ადგილზე დროულად და ხიფათის გარეშე მიყვანა ვერ ხერხდება. 11 ივნისს ჩამოსული ბულგარეთის ეროვნული გუნდი ავტოავარიაში მოყვა, მათი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სერიოზულად დაშავდა და ოპერაცია გაუკეთეს.

შეგახსენებთ, საცობების გამო, "ევრობასკეტისას" "თბილისი არენაზე" დაგვიანებით მისვლაზე ჩიოდა თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებიც.

ამასთან დაკავშირებით ჩრდილო მაკედონიურმა sportmedia.mk-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კოლაფსი"

"ეს მასპინძელთა მხრიდან პროვოკაციაა, თუ უბრალოდ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მილიონიან ქალაქში გზებზე უზარმაზარი საცობებია და გუნდის სტადიონზე მისვლა პრობლემა გახდა. ეს ჩვენთვის გამოცანაა.... განაგრძეთ კითხვა