ავტორი:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ფარგლებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ფარგლებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების პროცესი დაიწყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან აქვთ.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას „რეფერენდუმის“ ფარგლებში მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვა იქნება დასმული : „გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

ე.წ. რეფერენდუმები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უკრაინა და დასავლეთი ე.წ. „რეფერენდუმებს“ ყალბ და უკანონო პროცესად აფასებენ და აცხადებენ, რომ მათ შედეგებს არ აღიარებენ.