ავტორი:

"ბიბლუსი“ სასკოლო ნივთების ბოლო ეგზემპლიარებს 40%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ

"ბიბლუსი“ სასკოლო ნივთების ბოლო ეგზემპლიარებს 40%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ

წინასასკოლო სამზადისი დასრულდა, თუმცა მათ, ვინც სკოლისთვის სრულად მომზადება ვერ მოასწრო, 23 სექტემბრიდან „ბიბლუსი“ განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს. სასკოლო ნივთების ბოლო ეგზემპლიარების შეძენა 40%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი როგორც მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე ონლაინ „ბიბლუსის“ ვებგვერდზე.

„ბიბლუსში“ ერთ სივრცეში სასკოლო ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი სხვადასხვა საფასო სეგმენტიდან. მათ შორისაა: MILAN-ის, PONTO-სა და PASO-ს სასკოლო ჩანთები და სხვა პროდუქცია. ესპანური ბრენდი MILAN პოპულარული და მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ბიბლუსი“ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლებია საქართველოში. MILAN გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მისაღებით ფასებით.

ძალიან პოპულარულია ქართული ბრენდი PONTO, რომელიც ქართულ ბაზარზე საუკეთესო ფასებითა და კარგი ხარისხით გამოირჩევა. ბრენდის შექმნაზე მუშაობს დიზაინერების გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ახალ, ფერად და მიმზიდველ კოლექციებს სთავაზობს ყველა ასაკის მომხმარბელს.

რამდენიმე წელია, „ბიბლუსის“ ქსელში გამოჩნდა პოლონური ბრენდი PASO, რომელმაც მალევე დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება და დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

R