ავტორი:

"იყო ზარები...  ჩემგანაც აინტერესებდათ მოსაზრება - ხვიჩას ჩემგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა" - რას ამბობს კახა კალაძე კვარაცხელიას შესახებ

"იყო ზარები...  ჩემგანაც აინტერესებდათ მოსაზრება - ხვიჩას ჩემგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა" - რას ამბობს კახა კალაძე კვარაცხელიას შესახებ

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართველი ფეხბურთელების შესახებ "იმედი Live"-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან.

კალაძის თქმით, კვარაცხელიასთან დაკავშირებით მას დაურეკეს, თუმცა სანამ "ნაპოლიში" ფეხბურთელის ტრანსფერი არ განხორციელდა, ამაზე არ საუბრობდა.

"იყო ზარები კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ღიად არ ვსაუბრობდი, ვიდრე ტრანსფერი განხორციელდებოდა. პირველი კომუნიკაცია მქონდა გატუზოსთან, ასევე "ნაპოლის“ ტექნიკურ დირექტორთან და როდესაც ვისაუბრეთ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მაშინვე გამოითქვა ძალიან დიდი სურვილი და მზაობა მის გადაყვანასთან დაკავშირებით.

შეკითხვები იყო მის შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, ისინი ყველა თამაშს აკვირდებოდნენ, თუმცა ჩემი მოსაზრებაც აინტერესებდათ. ხვიჩას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემგან. ეს იყო ის რეალობა, რასაც ვხედავდი და რაც წარმომედგინა. მე ჩემი დამოკიდებულება და შეხედულება ვუთხარი ხვიჩას სიძლიერესა და ტალანტზე.

ეს იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მაშინვე იყო უკვე მზაობა, თუმცა მაშინ სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ "ნაპოლისთან“ და გარკვეული დროით გადაიდო ტრანსფერი. მალდინთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ კითხვა მქონდა, თუ ჰქონდათ მათ ინტერესი. მაშინ თავი შეიკავეს და მესმის რატომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ პოზიციაზე ჰყავთ ლეაო, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია ამ პოზიციაზე და ამის გამო.

ხვიჩამ ძალიან მაგრად დაიწყო. ეს არ არის მარტივი იტალიის ჩემპიონატში. ერთ-ერთი რთული ჩემპიონატია, მითუმეტეს იმ პოზიციაში, რომელშიც ხვიჩა თამაშობს და ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა", - განაცხადა კახა კალაძემ."იმედი Live"-ის ეთერში.