ავტორი:

კლასგარეშე ლიტერატურა 50%-მდე ფასდაკლებით - „ბიბლუსის“ შეთავაზება და რჩევები, რომლებიც ბავშვებს კითხვას შეაყვარებს

კლასგარეშე ლიტერატურა 50%-მდე ფასდაკლებით - „ბიბლუსის“ შეთავაზება და რჩევები, რომლებიც ბავშვებს კითხვას შეაყვარებს

კითხვა ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, რომელიც ბავშვს დროის სასიამოვნოდ და ეფექტურად გატარებაში დაეხმარება. სწავლის პროცესის პარალელურად თქვენს შვილებს მუდმივად უნდა შესთავაზოთ ასაკობრივი კლასგარეშე საკითხავი, რომელიც მათ განტვირთვის და გახალისების შესაძლებლობას მისცემს. არ იფიქროთ, რომ სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ, ბავშვი გადაღლილია და კითხვა ზედმეტი აქტივობა იქნება მისთვის. პირიქით, კითხვის დროს ბავშვის გონება და სხეული მშვიდდება და დუნდება.

სასურველია, ახალი სასწავლი წლის დასაწყისში ბავშვს ახალ სასკოლო ნივთებთან ერთად კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც უყიდოთ. შეადგინეთ გეგმა, თუ რა პერიოდში რამდენი და რომელი წიგნების წაკითხვას შეძლებს.

კლასგარეშე ლიტერატურაზე „ბიბლუსი“ მკითხველს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მრავალფეროვანი არჩევანი, სხვადასხვა ჟანრის საბავშვო წიგნები, ასაკობრივად დაყოფილი ლიტერატურა და ფასდაკლება - სწორედ ასეთია „ბიბლუსის“ შეთავაზება, რომელიც ყველა ბავშვმა და მშობელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. წიგნების ფასდაკლებით შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე ონლაინ „ბიბლუსის“ ვებგვერდზე.

„ბიბლუსს“ ბავშვებთან ერთად ესტუმრეთ და ერთად აარჩიეთ წიგნები. ამით პატარებს მეტ მოტივაციას მისცემთ, რომ ბევრი იკითხონ.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს პატარას კითხვა შეაყვაროთ:

  • ნუ დააძალებთ ბავშვს კითხვას. მიეცით მას მაგალითი. ყოველდღიურად გამოყავით დრო საკითხავად, როდესაც სახლში მყოფი ოჯახის ყველა წევრი წაიკითხავს წიგნს. ეს დრო ნელ-ნელა გაზარდეთ.
  • ბავშვს წიგნი თავად აარჩევინეთ, თუმცა ასარჩევი ვარიანტები მისი ასაკობრივი კატეგორიის წიგნებიდან შესთავაზეთ.
  • წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ბავშვს უთხარით, მოიფიქროს ამბის ალტერნატიული დასასრული ან მისი გაგრძელება.
  • ბავშვს შესთავაზეთ, რომ დახატოს ეპიზოდი, რომელიც ამა თუ იმ წიგნიდან განსაკუთრებით მოეწონა.
  • წიგნები შეინახეთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, ისე რომ მას ხშირად ხედავდეს. ამით წიგნი ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილი უფრო მარტივად გახდება.

R