ავტორი:

კრიმპოლს ახალი უფროსი ჰყავს - მამუკა ჭელიძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა

კრიმპოლს ახალი უფროსი ჰყავს - მამუკა ჭელიძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.

თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა" - ნათქვამია ინფორმაციაში.