ავტორი:

"ჩემთვის ყველაზე გარეწრები ეგ დეზერტირები არიან, მონღოლეთის, ყაზახეთის, ჩვენი და ფინეთის საზღვრებს რომ მიაწყდნენ ეს დღეები" - ალეკო ელისაშვილი

"ჩემთვის ყველაზე გარეწრები ეგ დეზერტირები არიან, მონღოლეთის, ყაზახეთის, ჩვენი და ფინეთის საზღვრებს რომ მიაწყდნენ ეს დღეები" - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ რუსეთიდან გამოქცეული დეზერტირები საქართველოში არ უნდა შემოუშვან.

რუსების ქვეყანაში შემოსვლის თემას დეპუტატი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსეთიდან გამოქცეული დეზერტირები არ უნდა შემოვუშვათ! ხომ უკრავდნენ ტაშს თავის "განუმეორებელ მთავარსარდალს" პუტინს, ხომ უხაროდათ 2008-ში საქართველოს და 2014-15 წლებში უკრაინის დაჩაგვრა, ხომ უხაროდათ ნახევარი წლის წინ უკრაინაში დაწყებული "სპეცოპერაცია"...

ჰოდა დაეტიონ თავის ამაზრზენ ქვეყანაში და წავიდნენ ჯარში. ჩემთვის ყველაზე გარეწრები ეგ დეზერტირები არიან, მონღოლეთის, ყაზახეთის, ჩვენ და ფინეთის საზღვრებს რომ მიაწყდნენ ეს დღეებია" - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 22 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ერთი დღით ადრე ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთიდან საქართველოში შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 1 261 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 250-ით გაიზარდა.

ამასთან, იმავე პერიოდში მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა.

Forbes.ru-ს ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა,19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.

ნახეთ ასევე: