ავტორი:

"ერთა ლიგის" შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - კვარაცხელიას შეტევა და მაკედონიელი ფეხბურთელის ავტოგოლი

"ერთა ლიგის" შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - კვარაცხელიას შეტევა და მაკედონიელი ფეხბურთელის ავტოგოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უპირისპირდება. მატჩის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი იყო და ამას ისიც მოწმობდა, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. მატჩის მიმდინარეობისას სტადიონი, ფაქტობრივად, გადაჭედილია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრები პირველივე ტაიმში დაწინაურდა - ხვიჩა კვარაცხელიას შეტევის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა მიოვსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საქართველოს ნაკრები მატჩს იგებს, ანგარიშით: 1:0.

იხილეთ ასევე: