ავტორი:

"სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა დავკარგეთ" - ბოლნისში "ოცნების" დეპუტატის ქალიშვილი გარდაიცვალა: რას ჰყვება ადგილობრივი?

"სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა დავკარგეთ" - ბოლნისში "ოცნების" დეპუტატის ქალიშვილი გარდაიცვალა: რას ჰყვება ადგილობრივი?

ბოლნისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის დავით ჯაფარიძის შვილი ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლნისის მერი ავრცელებს.

"ბოლნისმა ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ნინო ჯაფარიძე დაკარგა. მსურს ღრმა მწუხარება გამოვხატო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის დავით ჯაფარიძის შვილის გარდაცვალების გამო.

მთელი გულით თანავუგრძნობ დავითსა და მის ოჯახს. ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა და ამ მძიმე პერიოდში ნინოს მშობლებსა და დედმამიშვილებს გამძლეობას ვუსურვებ" - წერს დავით შერაზადიშვილი.

31 წლის ნინო ჯაფარიძე ბანკში მუშაობდა. როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივი უყვება, გოგონას მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა:

"ცოტა ხნის წინ ნინოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნა, ეგონათ, რომ ეს იყო პოსტკოვიდური, რადგან ვირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა. წაიყვანეს ბოჭორიშვილის კლინიკაში და იქ ნაწლავური ინფექცია დაუდგინდა. მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც თქვეს, იქ უკვე ძალიან მძიმე იყო და ამის შემდეგ გადააფრინეს თურქეთში. სამწუხაროდ, ვერაფერი უშველეს... საშინელება ტრიალებს მთელ ბოლნისში" - გვიყვება ადგილობრივი.