ავტორი:

"მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას... მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ.." - რას წერს გიორგი კეკელიძე

"მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას... მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ.." - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც დეპრესიას ებრძვის, ამ თემის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან წელიწადზე მეტხნიან ბრძოლაში, რომელთა კუდებსაც ახლა ვუღებ ბოლოს, კარგად მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას.

ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ. დავწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იბრძვის და იმედი სჭირდება - სიტყვა სჭირდება, უბრალო და ყველაზე დიდი. ახლა კი მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ; ხალხს, ვინც ქუჩაში მხვდებოდა ან აქ, სოციალურ ქსელში მიცვლიდა ორიოდ სიტყვას.

მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ. ეს მადლობა გარდაუვლად უნდა მეთქვა", - წერს გიორგი კეკელიძე.