ავტორი:

საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი Tbilisi Gastro Week გაიმართება

საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი Tbilisi Gastro Week გაიმართება

26 სექტემბერს, 18:00 საათზე კინოთეატრ ამირანში გაიხსნება ფილმით: Michelin Stars: Tales from the Kitchen, რომელიც მოგვითხრობს ისტორიებს როგორც კულინარიული ტაძრების გრანდიოზული მენიუდან, ასევე მიშლენის გიდის მნიშვნელობაზე გასტრონომიის ოქროს ხანაში. ფილმს წარადგენს Kristian Brask Thomsen - ფილმის პროდიუსერი, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ.

Tbilisi Gastro Week-ის მიზანია სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.

კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში გამორჩეული, მიშლენის მიერ აღიარებული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად გვიმასპინძლებენ.

საქართველოს ეწვევიან: ჟოაო ოლივეირა - პორტუგალია, 1 მიშლენის ვარსკვლავი; მაურიციო ზილო - ბრაზილია, მიშლენის 1 ვარსკვლავი; ჯანინა რუედა - ბრაზილია, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული შეფი; მაკსუტ ასკარი - თურქეთი, Neolokal-ის დამფუძნებელი; ვოლოდიმირ იაროსლავსკი - უკრაინა, კიევური Chef’s Table-ის ბრენდშეფი; კრისტიან ბრასკ ტომსენი - დანია, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ.

4 და 6 კერძისგან შემდგარ, უნიკალური ვახშმებს, მსოფლიოში გამორჩეული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ: თეკუნა გაჩეჩილაძე, ირაკლი ასათიანი, მიშა ავსაჯანიშვილი, ერეკლე ღონღაძე, თამთა კიკალეიშვილი, გიორგი სარაჯიშვილი. თითოეულ კერძს სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.

26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისსა და კახეთში მოწვეული და ადგილობრივი შეფები დაუვიწყარ ვახშმებს შეთავაზებენ ფესტივალზე დამსწრებ საზოგადოებას.

30 სექტემბერს Tbilisi Gastro Week უკრაინის მხარდასაჭერ, საქველმოქმედო ვახშამს გამართავს. საქველმოქმედო ვახშმის მასპინძელი კიევის საკრებულოს დეპუტატი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანი, ევგენია კულება იქნება. შემოსული თახნა გადაირიცხება უკრაინულ ფონდ “მისტო-სად”-ში.

უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო ვახშამს უკრაინელი შეფი, ვოლოდიმირ იაროსლავსკი, მიშა ავსაჯანიშვილთან ერთად წარმოგვიდგენს.

კვირეულის ფარგლებში, 1-ელ ოქტომბერს, ცისკარში ჩატარდება ვორქშოფები ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის.