ავტორი:

"მიგრაციის თემასთან დაკავშირებით კომენტარებით ძალიან შევწუხდი, იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ" - რას ამბობს "საბას" ლაურეატი ახალგაზრდა მწერალი

"მიგრაციის თემასთან დაკავშირებით კომენტარებით ძალიან შევწუხდი, იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ" - რას ამბობს "საბას" ლაურეატი ახალგაზრდა მწერალი

"საბას" ლაურეატის თემო რეხვიაშვილის დიჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა მწერლის სიტყვა ემოციებით სავსე აღმოჩნდა. სამადლობელი სიტყვაში თემომ აღნიშნა, რომ მალე საქართველოდან მიდის. ამის მიზეზად არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები დაასახელა. წელს თემომ წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის კატეგორიაში გაიმარჯვა, წიგნით "კურიერის ამბები".

"ფეისბუქის" კომენტარებით შეწუხებული ვარ, ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით და მინდა კარგად განვმარტო: იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ", - განაცხადა უკვე მოგვიანებით ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

თემო რეხვიაშვილი:

"ფეისბუქზე“ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს მიმართვას, - სად მიდიხარო? არ არის დიდი ტრაგედია, ცოტა ხნით წავალ და ჩამოვალ. მე და დედა ვეცვლებით ერთმანეთს, ის ჩამოვა, მგონი, ასე უკეთესია. არასოდეს მიფიქრია, რომ რაღაცები მეწერა, აქამდე ჩემთვის ვწერდი განტვირთვისთვის. მთხოვეს, რომ თეატრზე დაწერეო, კურიერად ვმუშაობდი უკვე, - რა დავწერო, კურიერი ვარ-მეთქი, კურიერობაზე დაწერეო და მესმიამოვნა წერის პროცესი. შემდეგ ჩავაბარე თემურ ჩხეიძის სახელოსნოში და ასე დავიწყე წერა...

მიგრაციის თემასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" კომენტარებით ძალიან შევწუხდი, მინდა განვარტო. იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში. ჩემი სიტყვის გამოსვლისას წინა პლანზე წამოვიდა ჩემი ემიგრაციაში წასვლის თემა, ვიდრე ის მიზეზები, რატომაც მივდივარ..." - განაცხადა რეხვიაშვილმა.

იხილეთ ასევე: