ავტორი:

"მობილიზაციის გამო რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში კინოთეატრში ათევს ღამეს" - BBC

"მობილიზაციის გამო რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში კინოთეატრში ათევს ღამეს" - BBC

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან გაქცეული რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ყაზახეთია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთის ოლქში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე საკმაოდ გრძელი რიგებია და ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა ძალიან გართულებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთში, ურალსკში მდებარე კინოთეატრ CinemaPark-ის ხელმძღვანელობამ რუსები ღამის გასათევად კინოდარბაზში მიიწვია.

"ხალხი რეალურად შეშინებული და დაბნეული იყო. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობდნენ. შევკრიბეთ ოთხი დარბაზი და ეს არის დაახლოებით 200 ადამიანი“, - ციტირებს კინოთეატრის დირექტორს ადგილობრივი მედია.