ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ ერთი, პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი"  - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ ერთი, პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი"  - რომან გოცირიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" არეულობაა - პარტიის თავჯდომარეს ნიკა მელიასა და რიგ სხვა ლიდერებს შორის დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდნენ. მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც განაცხადა, - "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი "დაიკარგა", როცა საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს შეეხებოდაო. მან ასეთად დაასახელა პეტრე ცისკარიშვილიც. ამ საკითხს სახუმარო პოტით ეხმაურება პარტიი ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი რომან გოცირიძე.

"მინდა გამოვეხმაურო ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ღიად მინდა ვთქვა, რაც აქამდე იყო დაფარული: "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ ერთი, პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი", - წერს ის.