ავტორი:

"აქ უამრავი რუსია, დაახლოებით ჩემი ასაკის ორი ქალი გულდაწყვეტილი ამბობს, რომ თბილისში ბინა ვერ იყიდეს" - რას წერს თინა ხიდაშელი

"აქ უამრავი რუსია, დაახლოებით ჩემი ასაკის ორი ქალი გულდაწყვეტილი ამბობს, რომ თბილისში ბინა ვერ იყიდეს" - რას წერს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი წერს, რომ ტაშკენტში იმყოფება, სადაც ბევრი რუსია. ხიდაშელი ყვება იმის შესახებ, თუ რაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებმაც რუსეთი დატოვეს.

"ყველა ამაზე წერთ და აგერ ჩემს ამბავსაც გაგიზიარებთ. ამჟამად ტაშკენტში ვარ, სასტუმროში. რა თქმა უნდა, უამრავი რუსია აქაც. ჩემს გვერდით საუზმეზე ორი დაახლოებით ჩემი ასაკის ქალი საუბრობს გულდაწყვეტილი, რომ ამდენი დღე გავიდა თბილისში ბინა ვერ იყიდეს, რომ ახალი სააგენტო ჩართო დღეს და იმედი აქვთ, კვირის ბოლომდე გაფრინდებიან.

და თუ თბილისში ვერაფრს ნახავენ, იქნებ სოხუმში გავჩერდეთ დროებითო, მაგრამ მათ საუბარში მეორე ნაწილი იყო უფრო საგულისხმო. როგორი სინანულით შესჩიოდნენ ერთმანეთს. ხარ შენთვის, იხდი გადასახადებს, პირი ამოკერილი გაქვს, თავი დახრილი და ისე დადიხარ და მაინც რომ მოგიწევს ემიგრაცია, ამ ტრაგედიას რა ქვიაო.

და აგერ ნახევარი საათია იმაზე მსჯელობენ მე ხომ იქ აღარასოდეს ჩავალ, სანამ ის არის, აგერ ოლია და მისი მეზობლებიც ამას ამბობენ, კიდევ რამდენი და ვისი პრეზიდენტი უნდა იყოს ნეტავ, ხალხს იქ აღარ დაედგომებაო. აი ასე, ვზივარ და ვისმენ და ხან ახია თქვენზე და უნდა გაეროზგეთ ღირსი იქნებოდით, მინდა ვუთხრა, ხან დავამშვიდო, სულ ხომ არ იქნება, დაბრუნდებით-თქო და ვარ ასე დაზაფრული", - წერს თინა ხიდაშელი.