ავტორი:

VISA- ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება  მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე

VISA- ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება  მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე

VISA და „ბიბლუსი“ ერთგულ მომხმარებელს სრულ ასორტიმენტზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

მათ, ვისაც სასკოლო სამზადისი ჯერ არ დაუსრულებია ან დიდი ხანია, სასურველ წიგნებზე აქციას ელოდება, აქვს შანსი, ყველაფერი კიდევ უფრო მისაღებ ფასად მოიმარაგოს.

აღსანიშნავია, რომ აქცია ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზეც და იმოქმედებს მინიმუმ 60 ლარიან შენაძენზე, მხოლოდ სამი დღით: 28, 29 და 30 სექტემბერს როგორც ფილიალებში, ისე „ბიბლუსის“ ვებგვერდზე.

„ბიბლუსი“ 14-წლიანი ისტორიის მანძილზე თავის პარტნიორებთან ერთად ზრუნავს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. სეზონური და სადღესასწაულო შეთავაზებებიც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

კომპანია 2008 წელს დაარსდა. მისი პირველი მაღაზია იოსებიძის ქუჩაზე ყოველდღიურად ასობით წიგნის მოყვარულს სტუმრობდა. ამ პერიოდში მსოფლიო ბესტსელერები, თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნიმუშები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ გაჩნდა იდეა, ჯერ თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში გახსნილიყო მაღაზიათა ქსელი. დღეს, „ბიბლუსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 76 წიგნის მაღაზიასა და ათასობით ერთგულ მკითხველს აერთიანებს.

R