ავტორი:

"ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში მიუღებელია - მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას" - ილია დარჩიაშვილი

"ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში მიუღებელია - მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას" - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს “უკანონო ქმედებას” უწოდებს. ამის შესახებ იგი პირად Twitter გვერდზე წერს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას.

"პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.