ავტორი:

რუსები უკვე აღიარებენ, რომ გარდაუვალი მარცხი ელით ლიმანში, რომელიც უკრაინელების ალყაშია - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქს?

რუსები უკვე აღიარებენ, რომ გარდაუვალი მარცხი ელით ლიმანში, რომელიც უკრაინელების ალყაშია - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქს?

"28 სექტემბერს რუსები შეშფოთებით განიხილავდნენ უკრაინის მიღწევებს ქალაქ ლიმანის გარშემო და ვარაუდობდნენ, რომ რუსული ძალები აქ გარდაუვალი მარცხის საფრთხის წინაშე იყვნენ", - ინფორმაციას ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი, ISW აქვეყნებს.

მათი ცნობით, უკრაინული ჯარი ემუქრება ლიმანში რუსეთის პოზიციებს და თუ უკრაინელთა მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ გზა გაითავისუფლონ და წარმატებული შეტევა განახორციელონ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად.

• "რამდენიმე რუსი სამხედრო კორესპონდენტი ამტკიცებდა, რომ უკრაინული ჯარი წინ მიიწევდა ლიმანის დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინული ძალა ემუქრება რუსეთის პოზიციებს და მათ საკომუნიკაციო ხაზებს.

ლიმანში წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის შემდეგი კონტრშეტევებისთვის ლუგანსკის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ლიმანის გათავისუფლების შემდეგ უკრაინელები დაემუქრებიან ლუგანსკის დასავლეთ საზღვართან ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის რაიონებს.

• გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არ იყო ფრონტის ხაზის ამ ნაწილის კოლაფსისთვის.

ISW ასევე აქვეყნებს რუკას, სადაც ჩანს, რომ ქალაქი ლიმანი თითქმის სრულად ალყაშია უკრაინელთა მიერ.

NEW: Russian military leadership has likely failed to set information conditions for the potential defeat of Russian forces in #Lyman despite increasingly concerned discourse among Russian milbloggers regarding its potential envelopment by Ukrainian forces https://t.co/PgxSbjvRL6 pic.twitter.com/VYaVlrRDw8
— ISW (@TheStudyofWar) September 29, 2022

აღსანიშნავია, რომ როგორც უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, როდესაც ხარკოვის ოლქის პუნქტები გაათავისუფლეს დამპყრობლებისგან, ანალოგიური სიტუაცია იყო.

მსგავსი შეფასებები კეთდებოდა და რამდენიმე დღეში ის სრულად გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან, ამიტომ ახლა, როგორც დასავლური დაზვერვის სამსახურებს, ასევე ექსპერტებს, ამ მიმართულებით შეტევის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ. უცნობია, თუ რამდენი დღე დასჭირდებათ უკრაინელებს ქალაქის გასათავისუფლებლად, თუმცა სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, ეს მალე მოხდება.