ავტორი:

"მიმაქვს ქართული ღვინო, თაფლი, შეიძლება ქართველი ქალიც წავიყვანო" - რას ამბობდა წლების წინ საქართველოში მყოფი Coolio და როგორი იყო რეპერის ცხოვრება

"მიმაქვს ქართული ღვინო, თაფლი, შეიძლება ქართველი ქალიც წავიყვანო" - რას ამბობდა წლების წინ საქართველოში მყოფი Coolio და როგორი იყო რეპერის ცხოვრება

Gangsta's Paradise - 90-იანი წლების "საუნდრეკად" ქცეული სიმღერაა, რომლის მოსმენის შემდეგაც ბევრისთვის ძველი ეპოქის სურნელი ბრუნდება და წარსული ხელშესახები ხდება. "მილენიალების" ერთ-ერთი მთავარი ჰიტის შემსრულებელი, პოპულარული ამერიკელი რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა,

მას მსოფლიოს გარშემო 20 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული და "გრემის" მფლობელიცაა. მუსიკოსი აქტიურად ცხოვრობდა და ტურებსა თუ ფესტივალებსაც სტუმრობდა, ის საქართველოშიც არაერთხელ ყოფილა, რეპერის პირველი ვიზიტი 2000 წელს შედგა, ბოლოს კი მიმდინარე წლის ივნისში იდგა ქართულ სცენაზე.

რეპერის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც "ქულიოს" მენეჯერი ყვება, ის მეგობრის სახლში ყოფნისას საპირფარეშოში გავიდა, როცა საკმაო დრო გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა, მეგობარმა რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა აღელვებული მეგობარი შესამოწმებლად გავიდა, მუსიკოსი იატაკზე უგონო მდგომარეობაში იყო.

გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გულის შესტევა სახელდება, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

რეპერის ნამდვილი სახელი არტის ლეონ აივია, მაგრამ მსმენელისთვის ის Coolio-ა.

"ქულიო" 1963 წელს, პენსილვანიის შტატში დაიბადა. მოზარდობის დროს საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. რეპერი მრავალშვილიანი მამაა, თუმცა მისი შვილების ზუსტი რაოდენობა მედიისთვის უცნობია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ქულიოს სხვადასხვა ქალისგან 6 შვილი დარჩა, ზოგიც წერს, რომ მას ათი შვილი ჰყავს.

დაზუსტებულად ისაა ცნობილი, რომ 4 შვილი გაუჩნდა ერთადერთი ქორწინების დროს. რეპერმა 1996 წელ ჟოზეფა სალინასზე იქორწინა. ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა.

რეპერს წარმატების მიღწევამდე უკიდურეს სიღარიბეში უწევდა ცხოვრება. ის ნარკოდამოკიდებულიც იყო და ამ პრობლემას წლების განმავლობაში ებრძოდა.

1994 წელს სადებიუტო ალბომი It Takes a Thief გამოუშვა და ამით პირველი ნაბიჯი გადადგა პოპულარობისკენ. 1995 წელს გამოშვებული Gangsta's Paradise კი მისი კარიერის პიკი გახდა. ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპ სიმღერაა და ბილბორდის HOT 100-ეულის სათავეში 3 კვირის განმავლობაში იყო.

1996 წელს რეპერმა "საუკეთესო რეპ სოლო შესრულებისთვის“ "გრემი" მოიგო. სიმღერა 90-იანების ჰიტად იქცა და დღემდე ნოსტალგიურ ემოციებს აღძრავს ბევრ მსმენელში. სიმღერაზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა Youtube-ზე სულ ახალხან მიაღწია მილიარდ ნახვას, რაც მომღერალმა თავის ოფიციალურ "ინსტაგრამ" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტითაც აღნიშნა.

კადრი Gangsta's Paradise-დან

მუსიკალური სფეროს გარდა, "ქულიო" ფილმებსა და სატელევიზიო რეალითი შოუებშიც ჩნდებოდა. გარდა ამისა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, რეპერი ცნობილი კულინარიც იყო. "ქულიოს" საკუთარი კულინარიული შოუც ჰქონდა, რომელიც სატელევიზიო ეკრანზე 2008 წელს გადიოდა. რეპერს კულინარიული წიგნიც აქვს გამოცემული.

"ქულიომ" უკანასკნელი ალბომი 2009 წელს გამოუშვა. მომდევნო წლებში კი ხშირად დადიოდა ტურნეებსა და ფესტივალებზე. მისი ბოლო სასცენო გამოსვლა 18 სექტემბერს ჩიკაგოს ფესტივალზე შედგა.

მუსიკოსის გარდაცვალებას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მიშელ პფაიფერი, რომელიც "ქულიოს" ლეგენდად ქცეული სიმღერის, Gangsta's Paradise-ის კლიპშია. მსახიობი ამბობს, რომ "ქულიოს" გარდაცვალების ამბავმა ის გულგატეხილი დატოვა. პფაიფერმა "ინსტაგრამზე" სიმღერიდან მონაკვეთი ატვირთა, რომლის აღწერაშიც დაწერა: "ამ სიმღერის მოსმენისას 30 წლის შემდეგაც კი ჟრუანტელი მივლის“.

"ქულიოს" მეგობარმა და ცნობილმა რეპერმა სნუპ დოგმაც გამოაქვეყნა პოსტი. მან რეპერთან გადაღებული ერთობლივი ფოტო გააზიარა და დაწერა: "Gangstas paradise. R. I. P.“

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by snoopdogg (@snoopdogg)

8 წლის წინ, როდესაც "ქულიო" საქართველოს სტუმრობდა, ვანო ჯავახიშვილის შოუში მიიწვიეს, სადაც გარდა იმისა, რომ ბევრი იხუმრა, სერიოზულ საკითხებზეც ისაუბრა.

• რეპერმა თქვა, რომ საქართველოდან ქართული ღვინო და თაფლი მიჰქონდა და შესაძლო იყო, ქართველი ქალიც წაეყვანა:

"მომწონს ქართული ღვინო და მიმაქვს, ტკბილეული მიყვარს ძალიან და თაფლი მიმაქვს. შეიძლება ქართველი ქალიც წავიყვანო", - თქვა "ქულიომ" გარდა ამისა, მან ქართულ ტრადიციებზე, დედაზე და მუსიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"მუსიკამ მხოლოდ კი არ შეცვალა, მუსიკამ გადაარჩინა ჩემი ცხოვრება, რადგან სანამ მუსიკის სფეროში მოვიდოდი, სულ ცოტა მაკლდა, ან ციხემდე, ან სიკვდილამდე.

• დედაჩემი ისეთი ქალი იყო, რომ ყველაფრისთვის გცემდა, იმდენჯერ ვუცემივარ, რომ სათვალავიც ამერია. დანა-ჩანგლით ჭამისას თუ ჩანგალს ველურივით დავიჭერდი, ძალიან მაგრად მხვდებოდა. ნებისმიერი რამის გამო შეიძლებოდა ვეცემე. რასაც გეუბნებოდა, ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა და შენი ადგილი უნდა გცოდნოდა, თუ გეტყოდა, რომ თვალები უნდა დაგეხუჭა, უნდა დაგეხუჭა. მე ამან სხვანაირ ადამიანად ჩამომაყალიბა და დედაჩემის მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიჩინა.

ქართველი ხალხის ტრადიციების შესახებ ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ოჯახს ძალიან მაღალ საფეხურზე აყენებენ", - ამბობდა წლების წინ თბილისში ჩამოსული რეპერი "ვანოს შოუში."

მოამზადა: ანა სიბოშვილმა