ავტორი:

"ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ" - პესკოვი

"ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ" - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში შეხვედრის დროს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ეს თემები არ განხილულა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ასევე არ ყოფილა საუბარი არც ყირიმის აღიარებაზე.

"ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პესკოვმა.