ავტორი:

"უკრაინამ ნატო-ს სანაგვე აირჩია... დაბლა ვარდნა უფრო მარტივია, ვიდრე სიმაღლის აღება" - ზახაროვა უკრაინის გადაწყვეტილებაზე

"უკრაინამ ნატო-ს სანაგვე აირჩია... დაბლა ვარდნა უფრო მარტივია, ვიდრე სიმაღლის აღება" - ზახაროვა უკრაინის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, უკრაინამ „ნატო-ს სანაგვე“ აირჩია. ამის შესახებ ზახაროვა „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, დღეს ყველამ საკუთარი გზა აირჩია.

"სისხლიანმა ყასაბებმა, რომლებიც ქალებს და ბავშვებს კლავენ - ნატო-ს სანაგვეში, ჩვენ კი მომავალში. რთული იქნება? კი. რადგან დაბლა ვარდნა უფრო მარტივია, ვიდრე სიმაღლის აღება. თუმცა თქვენ ხომ გახსოვთ: ცოცვაში ჩვენ ისტორიულად ფრთები გვიშლის. წინ, ერთად, სინათლის სახელით და ღმერთთან ერთად!” - წერს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი.

ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

ნახეთ ასევე: