ავტორი:

"ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში, გადასარევი იდეაა, უბრალოდ ემუდარება ალიანსს, მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს" - მედვედევი

"ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში, გადასარევი იდეაა, უბრალოდ ემუდარება ალიანსს, მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს" - მედვედევი

უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება თუ უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პირად „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს.

"ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. გადასარევი იდეაა. უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს“, - წერს მედვედევი.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვებზე, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს - გაქრება როგორც სახელმწიფო.

"რა ცინიკური ბიჭია - თუ არ შეწყვეტს, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება“, - წერს მედვედევი.

მისი აზრით, რუსეთს ახლა „დღესასწაული” აქვს, უკრაინას და დასავლეთს კი „მძიმე ნარკოტიკები, დემენცია და ცინიზმი”.