ავტორი:

"საგრძნობი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ზელენსკი?

"საგრძნობი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ზელენსკი?

საგრძნობი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და საგრძნობ შედეგებს აღწევს, კერძოდ კი მან დაადასტურა იამპოლის გათავისუფლება და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლიმანში.

"ამის შესახებ უკვე საკმარისი საჯარო ინფორმაციაა. ყველამ გაიგო რა ხდება დონეცკის ოლქის ლიმანში. ეს ნაბიჯებია, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს ჩვენი თავდაცვის გეგმის ამ ელემენტის განხორციელებისთვის! ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ზელენსკიმ.