ავტორი:

"ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ანა აბაშიძეზე?

"ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ანა აბაშიძეზე?

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატად ანა აბაშიძის წარდგენას სოციალურ ქსელში აპროტესტებს.

როგორც ის წერს, ბავშზე მოძალადე ადამიანი ამ კანდიდატურაზე არ უნდა იყოს წარდგენილი.

"ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არის ის, რომ ბავშვმა არ უნდა ნახოს და არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი მშობელ მამასთან?

ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე? უფლებადამცველი ანა აბაშიძე, ეს არის ქალბატონი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ბავშვის მიმართ, ყველაფერი გააკეთა ისე, რომ ნიკა ბასილაშვილს აუკრძალეს შვილის ნახვა უკვე მეოთხე წელია.

იძალადეს ბავშვზე, აიძულეს ხუთი წლის ბავშვი ელაპარაკა მოგონილ და ტყუილ ამბებზე და ეს ყველაფერი ჩაიწერეს ვიდეოზე. ნუთუ ეს დანაშაული არ არის? და ამ ქალბატონს ჰქვია უფლებადამცველი", - წერს ნოდარ ბასილაშვილი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა. განაცხადების მიღების ვადა გუშინ ამოიწურა.